ახალი ამბები

სოფელ ბოჟამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა, მაღალმთიან სოფელ ბოჟამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“მოეწყო გზის საფუძველი და რკინა ბეტონის კიუვეტები. ასევე დაგეგმილია გზის გადამკვეთების და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა”, – ამბობენ კასპის მერიაში.

უწყების ინფორმაციით, სოფელ ბოჟამდე მისასვლელი 2 567 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციას შპს „ენ-დი როუდი“ახორციელებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 225 655 ლარია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები