სტატიები

რას ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვით სოფლის ტრანსპორტის მძღოლებს აჯარიმებენ 

გორში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმ მძღოლებს აჯარიმებენ, რომლებსაც სოფლებიდან ქალაქში მგზავრები ჩამოჰყავთ. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის ტრანსპორტისთვის შესაბამისი მარშრუტები ორი წლის წინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც სოფლიდან მომავალ “მიკროავტობუსებს” ქალაქის ცენტრში მოძრაობა და მგზავრის აყვანა აეკრძალათ. 

გორში სოფლიდან მომავალი “მარშუტკის” მძღოლები დააჯარიმეს 

რას ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვითაც სოფლის ტრანსპორტის მძღოლები დაჯარიმდნენ? 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 პრიმა 1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M2 და M3 კატეგორიების ავტო­ბ­უ­­სე­ბისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკი­ც­ე­ბული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლა­რის ოდენობით. 

“ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულე­ბი­სა­თ­ვ­ის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაე­რ­ი­ც­­ხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება”, – ნათქვამია კანონში. 

ინფორმაციისთვის, სოფლის მიკროავტობუსებს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება მასშემდეგ აუკრძალეს, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა და ავტოსადგური ქალაქიდან მოშორებით გადაიტანეს.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.