თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე15 წლამდელებს შორის დღეს, 18 ივლისს სამი გორელი მოჭიდავე ოქროს, ორი კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ. მოქალაქეებს გულშემატკივრობა თეატრის სკვერში, დიდ ეკრანთან შეეძლებათ.
ფინალში იბრძოლებენ:
• გიორგი წურიაშვილი
• დავით პაპუკიშვილი
• კონსტანტინე პეტრიაშვილი.
ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ:
• გიორგი მაისურაძე
• დავით გოგშელიძე.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, დღეს გაიმართება.
გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში, ერისთავის თეატრის სკვერში, დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი. დასაწყისი 20:00 საათი.
დატოვეთ კომენტარი