ახალი ამბები

ხურვალეთთან ელექტრო ბოძები წაქცევის პირასაა (ფოტოები)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან ელექტროენერგიის ბოძები დაზიანდა და წაქცევის პირასაა.

მოსახლეობა “მოზაიკასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ბოძები საავტომობილო გზასთან ახლოს დგას და ავტომობილებისთვის საფრთზეს წარმოადგენს.

“ამ გზაზე უამრავი ავტომობილი დადის, გვეშინია, რომ გადმოვარდეს და მანქანას დაეცეს, სასწრაფოდ უნდა მიხედოს შესაბამისმა სამსახურმა, ვიდრე ცუდი შედეგი არ მოჰყოლია ამ ფაქტს”, – ამბობენ ისინი

მერის რწმუნებული ხურვალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, როინ ადიკაშვილი ამბობს, რომ გორის მერიას წერილით დაახლოებით 2 კვირის წინ მიმართა, თუმცა როდის გაამაგრებენ ელექტროენერგიის ბოძებს, ზუსტად არ იცის.

“მერიას მივმართე წერილით, რომ ხურვალეთთან ელექტროენერგიის ბოძებია დაზიანებული, არ ვიცი შესაბამისი სამსახური გაამაგრებს, თუ ამოცვლის, ეს მათი გადასაწყვეტია. ყოველდღე ველოდები სამუშაო ჯგუფის მოსვლას, ზუსტი თარიღი ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია”, – ამბობს როინ ადიკაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.