“როდესაც ხურვალეთში ძაღლების ყეფა ესმით იციან, რომ აქ რუსები პატრულირებენ – წერს საერთაშორისო გამოცემა Aljazeera, რომელიც ქართული სოფლით დაინტერესდა.
გამოცმის ტექსტი ქართულად “მთავარმა არხმა” თარგმნა.
გამოცემა წერს, რომ სოფელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მცოცავი ოკუპაციის წინაშე დგას. მისი მოსახლეობა დაახლოებით 160 ოჯახს შეადგენს. ადგილობრივები ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არიან ჩართული. სოფელში, ასევე, ცხოვრობს რამდენიმე ხელოსანი და სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები.
საერთაშორისო მედია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ისტორიაზე წერს:
როდესაც გია ბატონისაშვილს ძაღლების ყეფა ესმის იცის, რომ თავისი ბაღის ტერიტორიაზე “რუსები პატრულირებენ“. მან ბაღი სამი წლის წინ დაკარგა, როცა რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.
63 წლის გია დედასთან, 81 ნორასთან ერთად, დანგრეულ სახლში ცხოვრებს.
მათ საარსებო წყაროს ყოველთვიური პენსია, 360 ლარი შეადგენს, რაც მათ საბაზისო საჭიროებებს ძლივს ფარავს.
“2008 წლიდან ჩვენ აღარ გვაქვს წვდომა არც სასაფლაოზე და არც საძოვრებ მიწებზე და ბევრმა მცხოვრებმა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილიც დაკარგა“,- ამბობს გია ბატონისაშვილი.
საქართველოს ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ხურვალეთმა დაკარგა 36 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა და საძოვრები იმის გამო, რომ რუსი ოკუპანტები ახორციელებდნენ უკანონო პროცესს, რომელიც ცნობილია როგორც “ბორდერიზაციის” პროცესი.
ბორდერიზაცია 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო დაჩქარდა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს უმდიდრესი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რეპრესიების ან ესკალაციის შიშით, იშვიათად ერევა ბორდერიზაციის პროცესში და “ქართული ოცნება” არგაღიზიანების პოლიტიკას იყენებს.
“2012 წლის შემოდგომაზე მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება კოალიციაზე სახელწოდებით „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს უმდიდრესი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილის წლების მტკიცე ანტირუსული ხაზისგან გადახვევის შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მოსკოვთან არაკონფრონტაციის პოლიტიკა დაამტკიცა, თუმცა კვლავ აცხადებდა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა”- ნათქვამია სტატიაში.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის სახე კი, ხურვალეთელი დათა ივანიშვილი იგივე “დათა პაპა” გახდა, რომელიც 2021 წლის მარტში, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2011 წელს მან უარი თქვა სახლის დატოვებაზე, რომელიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა და სოფლის დანარჩენ ნაწილს მოწყდა. დათა პაპას საცხოვრებელი სახლი, დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების სტუმრობის სიმბოლური ადგილი გახდა.
“სხვებისგან განსხვავებით, ის პრინციპში მხოლოდ ქართულ პენსიას იღებდა და არა სამხრეთ ოსურს… რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ ჩვენს სახლში, უბრალოდ აღებდნენ კარებს და ამოწმებდნენ სარდაფს, დათა კი ბრაზდებოდა და და ლანძღავდა მათ“, – ამბობს დათა პაპას შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი.
რუსი ოკუპანტების მიერ, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებამ ზიანი მიაყენა საზღვრის მახლობლად მცხოვრებ სოფლებს. მოსახლეობა, გატაცების შიშით სასაზღვრო ზოლთან ვეღარ ამუშავებს ნაკვეთებს.
“მომავალზე ვერ ვფიქრობ, ხვალინდელ დღეზე გეგმები არ მაქვს…”, – ამბობს ხურვალეთელი ოლგა ხუცია, რომლის სახლიც რუსი ოკუპანტების მიერ აშენებული გალავნიდან მხოლოდ 30 მეტრშია.
“ჩემი ქმარი ქართულ ჯარში მსახურობს, როდესაც მის ტანსაცმელს ვრეცხავ, გარეთ არ ვკიდებ. ჩემი სამზარეულოდან რუსი ოკუპანტების 4 საგუშაგო პოსტს ვხედავ. ისინი ყოველთვის უყურებენ და აკვირდებიან სოფელს”, – ამბობს ლუდა სალია, რომელმაც 2016 წელს მოხუცთა სახლი დაარსა
64 წლის ლუდა სალიამ, 2016 წელს მოხუცთა სახლი დაარსა, ის რუსეთისა და “ქართული ოცნების” კრიტიკოსია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას და ამბობს, რომ თუ უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გადარჩება.
მისი თქით, ამ დროისთვის უკრაინის ომს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით, ახალი დაძაბულობა არ შეუქმნია, მაგრამ საქართველოში ბევრი შიშობს, რომ ქვეყანა შეიძლება, რუსეთის შემდეგი სამიზნე იყოს.