ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელოვნების სკოლებს ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები უყიდა.
ქარელის მერიის კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ფორტეპიანოების, ვიოლინოების, ფანდურების და სხვა საკრავების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 5 000 ლარამდე დაიხარჯა.
- ქარელის ხელოვნების სკოლისთვის შეიძინეს 4 ვიოლინო, 4 ხიდი და დაიხარჯა 1 096 ლარი.
- რუისის ხელოვნების სკოლის ფოლკლორული გუნდისთვის შეიძინეს შეძენილი 5 ქრომატული ფანდური, 5 სალამური, 1 დოლი და დაიხარჯა 2 600 ლარი.
- ქარელის ხელოვნების სკოლისთვის და ბრეთის განყოფილებისთვის შეიძინეს 2 ფორტეპიანო და დაიხარჯა 1 300 ლარი.
სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში 3 სახელოვნებო სკოლაა, სადაც 69 ადამიანი 613 ბავშვს ემსახურება.
2021 წლის განმავლობაში ხელოვნების სკოლების ფუნქციონირებისთვის, ბიუჯეტიდან 331 662 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი