ახალი ამბები

დაბინძურებული მდინარის ფოტოები “მოზაიკას” მოქალაქემ გამოუგზავნა

ხაშურში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ “მოზაიკას” დაბინძურებული მდინარის ფოტოები გამოუგზავნა. როგორც ის ამბობს, ადგილობრივები სურამულაში ნაგავს ღამით ყრიან. 

“დაღამდება თუ არა, მაშინვე იწყებენ გამოსვლას და ნაგვის სურამულაში ჩაყრას. ყოველ ღამით ასე ხდება. ნაგვის ურნა ცოტა მოშორებით დგას და იქამდე გასვლა ეზარებათ. ადრე ჩემი სახლის წინ ყრიდნენ, რამდენჯერმე გავაფთხილე და ახლა მდინარეს აბინძურებენ.”

მის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ არის მიდინარე სურამულა დაბინძურებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი