ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მინი სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.
“პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასეთი სივრცეების მიმართ დიდი ინტერესია. ამიტომ მუნიციპალიტეტში მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახლახანს დასრულდა სტადიონის მშენებლობა ცხრამუხაში.
“სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს ქემფერში და ბიჯნისში უახლოეს პერიოდში დაიწყება მინი სტადიონის რეაბილიტაცია ფარნავაზის ქუჩაზეც.”
დატოვეთ კომენტარი