განტვირთვა

როგორ მოვამზადოთ საზაფხულო დესერტი? – რეცეპტი მარი კიკნაძისგან

15 წელზე მეტია კონდიტერიაში ვარ. ეს არის სფერო, სადაც თუ საკუთარი ინტერპრეტაცია არ შემოგაქვს და რისკი არ გიყვარს, არაფერი გამოდის, – ამბობს მარი კიიკნაძე და საზაფხულო ნუგბარის მომზადების მარტივ რეცეპტს გვიზიარებს. 

“ტკბილეულის მოყვარული ვარ. ამიტომ ვცდილობ ახალი გემოები მოვიგონო და პროდუქტები, რომლებიც კონდიტერიაში გამოწვევაა, მე მოვსინჯო. ერთ-ერთი ასეთია ნადუღის კრემი ლაიმით, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით.”

ნადუღი არის ის პროდუქტი, რომელსაც საქართველოში კრემში არავინ იყენებს, ამიტომ ვიფიქრე მე ვყოფილიყავი პირველი, ვინც ამას გააკეთებდა.

  • ახალი ამოყვანილი ნადუღი მთელი ღამით დავტოვეთ მაცივარში და გავწუროთ.
  • ავიღოთ  120 გრამ ნადუღს დამატებული 100 გრამი მაღალპროცენტიანი ნაღები, 40 გრამის შაქრის პუდრა, მწიკვი ვანილი და ნახევარი ლაიმის ცედრა და წვენი და ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ.
  • რამოდენიმე წუთში კრემი იწყებს გამყარებას. შესქელების შემდეგ რამდენიმეჯერ ამოვურევთ და მზადაა.
  • გადავიტანთ მინის კონტეინერში, დავახურებთ საკვებ ცელოფანს და მთელი ღამით დავტოვებთ მაცივარში.

ეს გამოდგება ტორტის შიდა ფენებზე. უგემრიელესია გაყინულიც დაფხვნილ ორცხობილასთან ერთად. შეგიძლიათ მიირთვათ გამომცხვარ კექსთან, ქრამბლთან, დაფხვნილ ბისკვიტთან.

ასევე შეგიძლიათ, მიულაგოთ ხილი და უგემრიელესია. შესაძლებელია პატარა ფუჟერებში გაყინოთ და ნაყინიც კია. ვაფლის მილაკებს უხდება ძალიან. გაყინული კარგი დესერტია სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად.

დატოვეთ კომენტარი