განტვირთვა

როგორ განვუვითაროთ ბავშვს დამოუკიდებლად აზროვნების უნარი?

“იმისათვის, რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბდეს, სასურველია მისი უნარების ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან მოხდეს”, – ამბობს ნინი ბიძინაშვილი, რომელიც პატარა ბიჭის დედაა და იმ რჩევებს გვიზიარებს, რომლებსაც შვილის აღზრდისას თავადაც იყენებს. 

“ფიქრის და აზროვნების უნარის გამოსამუშავებლად არსებობს სხვადასხვა ტექნიკები, რითაც ხდება ბავშვთან კომუნიკაცია და მისი დამოუკიდებელ პერსონად ჩამოყალიბება. ზოგადად ადამიანები ძალიან ინდივიდუალურები ვართ. ამიტომ გიზიარებთ ჩემს რჩევებს და მოსაზრებებს, თუ როგორ განვუვითაროთ ბავშვს დამოუკიდებლად აზროვნების და ფიქრის უნარი”.


აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ მის დასმულ ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავად, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე და ერთგვარი დისკუსია შევთავაზოთ.

უნდა მივცეთ ისეთი დავალებები, რომლებიც აგრძნობინებს თავს დამოუკიდებლად და საჭიროდ. მაგალითად, დავიხმაროთ ისეთ რამეებში, როგორებიცაა საყიდლებზე სიარული, ოთახის მოწესრიგება, საჭმლის გაკეთება

მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ გამოვნახოთ დრო მასთან გასატარებლად, სათამაშოდ და მოვირგოთ მისი მოთამაშის როლი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები