გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 64 375 გაითვალისწინა.
“პროექტი განკუთვნილია გორში, წმ.წყლის დასახლებაში, 5 მკრ ბინა 10-სა და 10ა-ს მიმდებარედ სკვერის
მოსაწყობად. ტერიტორიაზე მოსწორდება ზედაპირი და მოეწყობა დასასვენებელი სკვერი, სკამებით, საქანელებით, ატრქციონით, აიწონა – დაიწონათი, ასევე უნდა მოეწყოს განათება. 8 ცალი ლამპიონი, 10 სკამი და ნაგვის ურნა. დაიდგას ე.წ “ბესეტკა””, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტერიტორია, რომელზეც სკვერის მოწყობა იგეგმება მოუვლელი და დანაგვიანებულია. ადგლობრივები აღნიშნული ადგილის მოწესრიგებას დიდი ხანია ითხოვდნენ.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.