ახალი ამბები

დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო! – ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი გორის თეატრში პირველ სპექტაკლს დგამს (ფოტოები)

“დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო!” გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო, პროფესიულ, დრამატულ თეატრში თანამედროვე სპარსი დრამატურგის ამირ დეჟაქამის პიესაზე მუშაობენ.

ეს გორის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პირველი ნამუშევარი იქნება ერისთავის თეატრის სცენაზე.

ერთმოქმედებიანი დრამა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ სპეციალურად შეარჩია საგასტროლო ჩვენებისთვის მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე “EUROART 2022”, სადაც გაიმართება კიდეც სპექტაკლის პრემიერა.

საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი შემდეგ ჩვენებებს რუსთაველის თეატრსა და ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს.

“რის შემდეგაც “დაუძახე ბროწეულო, პურის თავთავო!” წარმოდგენილი იქნება ერისთავის თეატრის სცენაზე გორელი მაყურებლისთვის. პიესა სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით გვიყვება ერთი პიროვნების მეტამორფოზას სიყვარულის გზაზე, გაცხოველებიდან კათარზისამდე. გვიჩვენებს გმირის თავდაპირველ კონფლიქტს შემქმნელთან და შემდგომი მონანიების პროცესს”, – ამბობენ თეატრში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.