გორის მუნიციპალიტეტის ბოშურის სკოლის მოსწავლეთა ნაშრომებმა საერთაშორისო კონკურსში ENO art წარმატება მოიპოვეს.
პირველი ადგილი დაიკავა ოლიკო ბალიაშვილის მენტორობით, მაკა ქერდიყოშვილისა და ეითბარ ბაირამოვის მიერ შექმნილმა ნამუშევარმა. ამავე სკოლის მოსწავლის კიდევ ერთმა ნამუშეევარმა მესამე ადგილი დაიკავა.
“ამ წელს მცირე საგრანტო პროექტები არ ვიკმარეთ და სასწავლო წელი, საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით დავასრულეთ. ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარმა ხელოვნების პედაგოგის ოლიკო ბალიაშვილის და გეოგრაფიის პედაგოგ ნინო ნაოჭაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონკურსში ENO art პირველი და მესამე ადგილი დაიკავა უფროსკლასელებს შორის”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ENO პროგრამებში საქართველოს სკოლებს ორგანიზაცია “SIQA სიქა” 2003 წლიდან რთავს.