ხაშურის ფეხბურთის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. ამის შესახებ, ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაავრცელა.
“არანაირი გამართლება არ აქვს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რაც გუშინ საფეხბურთო მინდორზე ვიხილეთ! 15 ივნისის ინციდენტზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ხაშურის საფეხბურთო მოედანზე მატჩის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.