ახალი ამბები

მომხდართთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება – ხაშურის სტადიონის მენეჯერი 

არც ერთ ფეხბურთელს ხელით არავინ შეხებია, – ამბობს ხაშურის სტადიონის მენეჯერი ვახტანგ ჯაფარიშვილი. მისი განცხადებით, ინფორმაცია გუშინდელი ინციდენტის შესახებ არასწორად გავრცელდა.  

“გუშინ, ხაშურის სტადიონზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სტადიონზე გადმოსული გულშემატკივარი ფიზიკურად დაუპირისპირდა ფეხბურთელებს. მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ტყუილი. არც ერთ ფეხბურთელს ხელით არავინ შეხებია, პოლიციის სწრაფი რეაგირებით გულშემატკივარი სწრაფად იქნა გაყვანილი სტადიონიდან. მსაჯებს უნდოდათ რომ თამაში გაგრძელებულიყო, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელის, სანდროს მდგომარეობის გამო, თამაში შეწყდა. მსაჯებმა იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს რომ, თამაშის შეწყვეტის მიზეზი “გლდანის” ფეხბურთელების უღირსი საქციელი იყო ამბობს”, – ვახტნგ ჯაფარაშვილი.

ინფორმაციისთვის, 15 ივნისს,  ხაშურის ახლად გახსნილ სტადიონზე,  ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხაშურის “ივერიის” და თბილისის “გლდანის” ფეხბურთელბი, რა დროსაც ერთი ფეხბურთელი დაშავდა.

დატოვეთ კომენტარი