კასპში უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია ჩატარდება. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
“11 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ჩვენი თანაქალაქელის, „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით, გულის ცენტრის სამედიცინო პერსონალი კასპში ჩაატარებს კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქციას”, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ცნობით, აქცია მოიცავს კარდიოლოგიური – გულის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია-წნევა – პროფილის 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს – ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია.
მერიის ინფორმაციით, პაციენტთა მიღება დაიწყება 10:00 საათიდან, მისამართზე: კასპი, გ. სააკაძის ქუჩა#58 სპორტკომპლექსის შენობაში. აქციაში მონაწილეობის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება ტელ: ნომერზე: 599 952 913.