11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა. საქმეს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს.
“პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობაში დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა”, – განმარტავს საქმის პროკურორი ნიკა მახარაძე.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე დანაშაული არ აღიარა.
დატოვეთ კომენტარი