ახალი ამბები

როგორ შეხვდება გორი ტურისტული სეზონის გახსნას  

გორში ტურისტული სეზონის გახსნა 15 ივნისიდან იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით ახალ ტურისტულ სეზონს მუნიციპალიტეტეტი მომზადებული შეხვდება. 

“უკვე ამუშვდა ატენის ხეობაში საპიკნიკე ადგილები, სადაც მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც, შეეძლებათ კარვებისა და ჰამაკის გაშლა, მოწყობილია მაგიდები და სკამები. ასევე ცეცხლის დასანთები და მწვადის შესაწვავი ადგილები. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, რომ გავხსნათა ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრიც”, – გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ. 

მაღლაკელიძის ინფორმაციით, გორის ციხის ასასვლელთან არსებულო შენობები გაქირავდება და ადგილობრივ რეწვის ოსტატებს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა შეეძლებათ. 

“გორის ციხეზე ასევე იგეგმება მუზეუმის გაიხსნაც. ასევე გორში, საინფორმაციო ცენტრის შენობის წინ იგეგმება 2 სახელოსნოს გახსნა, ერთი იქნება ხალიჩების ქსოვა და მეორე კერამიკული სახელოსნო. აქ შეეძლებათ დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ საქმის შესწავლა, გარდა ამისა ტურისტებსაც ძალიან დააინტერესებთ”, – აღნიშნა მაღლაკელიძემ. 

მისივე ინფორმაციით, გორში დაგეგმილია 5 ადგილას საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობაც. 

დატოვეთ კომენტარი