ახალი ამბები

კაცს, რომელმაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურება სცადა, უვადო პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ შიდა ქართლში არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის  გაუპატიურებას შეეცადა.  სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს”, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.