ახალი ამბები

ბავშვის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულს სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა

11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობისთვის დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოზე უარი უთხრა. საქმეს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს.

“პროკურატურამ მოითხოვა პატიმრობაში დატოვება, ხოლო დაცვის მხარემ 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა”, – განმარტავს საქმის პროკურორი ნიკა მახარაძე.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე დანაშაული არ აღიარა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.