ახალი ამბები

სურამის რაგბის გუნდს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ – ხაშურის მერი

სურამის რაგბის გუნდს “მგლები” სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ – ამის შესახებ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა.

“უახლოეს დღეებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა მოხდება. ასევე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რადგან მსგავსი უსიამოვნო ფაქტი კიდევ არ განმეორდეს”, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სურამის რაგბის გუნდის “მგლები” მოედანი რამდენჯერმე გაიძარცვა. გუნდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქმიანობას შეწყვეტდნენ, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ცხელ გულზე გააკეთა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები