ახალი ამბები

ხაშურის ერთ-ერთ სოფელში 1 000 000-ზე მეტი გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება

უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 161 873 ლარს შეადგენს.

“სამუშაოების ვადა ორ ეტაპადაა დაყოფლი, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს 2022 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 63 დღის ვადას, მეორე ეტაპის სამუშაოები 2023 წლის 1 მარტიდან 35 დღის ვადაში დასრულებას”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერის დასრულების ბოლო ვადაა 2022 წლის 23 ივნისი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.