ახალი ამბები

როგორ აღინიშნება კასპში 1-ელი ივნისი

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

კულტურისა და სახელოვნებო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიებები 11 საათიდან დაიწყება.

“ღონისძიებები ჩატარდება კასპის სპორტ-კომპლექსში​. 11:00 საათზე იქნება – მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობენ ქალაქის ხუთივე საბავშვო ბაღის 6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელები”, – აცხადებენ გაერთიანებაში.

უწყების ცნობით, 13:30-ზე იქნება ანიმატორების შოუ, 14:30 -ზე კი, კასპის კულტურის ცენტრთან არსებული სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „მზის სხივის“ კონცერტი. ღონისძიების პარალელურად ეზოში ჩატარდება ასფალტზე ხატვა და სახის მოხატვა.

დატოვეთ კომენტარი