გორის ნაწილს დილიდან სასმელი წყალი არ მიეწოდება. შეწყვეტილი წყალმომარაგების გამო, ქალაქში არსებული რესტორნები მუშაობას ვერ ახერხებენ.
“წყალი არ გვექნება მთელი დღე გავაუქმებთ შეკვეთებს. გვითხრეს 6 საათზე ჩაირთვებაო”, – ამბობენ ერთ-ერთ რესტორანში.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალი გეგმიური სამუშაოების გამო შეწყდა. უწყების ინფორმაციით სასმელი წყალი ამ დროისთვის არ მიეწოდება 11099 აბონენტს. წყალმომარაგება 17:00 საათზე აღდგება.
დატოვეთ კომენტარი