გორში, გორის ციხის მიმდებარედ, გმირების მემორიალი გაძარცვეს.
ადგილზე მისულ დამთავრიელებელს ძეგლები დაზიანებული და გაძარცვული დახვდათ.
აღნიშნულ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ანი ბალიაშვილი გამოეხმაურა.
“ევროკავშირის 2 მილიონიანი გრანტი გორის მუნიციპალიტეტს სწორედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაეცა, თუმცა ამ დრომდე, დაუცველია მთელი ეს ტერიტორია. არადა მოწესრიგების შემდეგ დაცვის სისტემის შემუშავება იყო შესაძლებელი”, – ამბობს ბალიაშვილი.
ინფორმაციისთვის, მემორიალიდან ლითონის კონსტრუქციის ნაწილი, კერძოდ, ხმლები მოიპარეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი