რა ქონებას ფლობენ საკრებულოს თავმჯდომარეები შიდა ქართლში – “მოზაიკამ” ოთხივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარეების ქონებრივი დეკლარაციები შეადარა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე
2 მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და გაქირავებული ფართიდან მიღებული 103 ათას ლარზე მეტი, – ეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის დეკლარაციაში ასახული ქონება და შემოსავალია.
დეკლარაციის მიხედვით, დავით რაზმაძის მეუღლის სახელზე გაფორმებული კიდევ ერთი ბინა თბილისში. თავად რაზმაძე კი საცხოვრებელ სახლს ფლობს გორში, რომელიც მემკვიდრეობით ერგო. ასევე, მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი ატენში, რომელიც 2013 წელს შეძინა და არასაცხოვრებელი ფართი კომბინატის დასალებაში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით ერგო. შენობის გაქირავებიდან ერთ წელში მიღებული თანხა 103 676 ლარს შეადგენს.
დავით რაზმაძე 100%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს “იმედი -50”, კომპანიის დირექტორად კი მისი მეუღლე, ლელა გეწაძეა გაფორმებული. აღნიშნული კომპანიიდან მიღებული შემოსავლები დეკლარაციაში არ ფიქსირდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნინო ლიპარტელიანი
ნინო ლიპარტელიანის სახელზე მხოლოდ ერთი ბინა ფიქსირდება, დანარჩენი უძრავი ქონება მისი მეუღლის, ანზორ ნადირაშვილის სახელზეა.
რაც შეეხება შემოსავლებს, ნინო ლიპარტელიანმა გასულ წელს ხელფასის სახით 20 182 ლარი მიიღო, აქედან 14 996 ლარი გორის უნივერსიტეტიდან დაერიცხა, სადაც ლექციებს კითხულობს.
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შოთა ბეგლარაშვილი
შოთა ბეგლარაშვილის დეკლარაციაში მის სახელზე არც ერთი უძრავი ქონება არ ფიქსირდება.
საკრებულოს თავმდჯომარეს, ქონებრივ დეკლარაციაში ასახული აქვს, საზიარო მიწის ნაკვეთი, სადაც 25%-ს ფლობს, ერთ წელში მიღებული ხელფასის ოდენობამ კი 15 315 ლარი შეადგინა, აქედან 13 380 ლარი გასულ წელს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეობიდან აქვს მიღებული.
ბეგლარაშვილს შემოსავალი უფიქსირდება სოფლის მეურნეობიდანაც, რომელმაც 7000 ლარი შეადგინა, რაც შეეხება გასავალს, დეკლარაციის მიხედვით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარემ, 2018 წელს აღებული სესხში, 3703 ლარი გადაიხადა.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ შუბითიძე
ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს, ჯუმბერ შუბითიძეს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წელს არ შეუვსია, გასულ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში ერთი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი ფიქსირდება, ხოლო ერთი მიწის ნაკვეთი კი მისი მეუღლის, ლიანა გოგიშვილის სახელზეა.
რაც შეეხება მიღებუ შემოსავლებს, გასულ წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელფასი სარგო ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან აქვს მიღებული, რომელმაც ერთ წელში 18 331 ლარი შეადგინა. ხელფასის სახით მიიღო შემოსავალი 15804 ლარი, ასევე შპს -დან,,იუაი”.