„დაბა აგარაში ჰიპის ქარხნის დახურვა მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის”, – ამის შესახებ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ილია ბურჯანაძემ ქარელის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
“მარტო ქარხანას კი არ ხურავენ მთლიანად დანადგარებიც მოხსნილი აქვთ და მიაქვთ. გასულ წელს კომპანია “კულამ” აიღო ამ საწარმოს მუშაობა თავის თავზე. წელს კულაც ვეღარ აკეთებს ამას. ქარხნის დახურვა სამომავლოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას, რადგან ერთადერთი ვაშლის ჩამბარებელი პუნქტი მანდ იყო. ახლა მოსახლეობას გორში მოუწევს წასვლა, რაც თავისთავად დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ინფორმაციისთვის, ჰიპი არის ბავშვთა ორგანული საკვების გერმანული მწარმოებელი კომპანია, რომელმაც კონცენტრატების ქარხანა აგარაში 2009 წელს შეიძინა.