გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მერებიდან, თენგიზ ჩიტიაშვილი ერთადერთია, რომელსაც საკუთარ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ აქვს. ოთხივე მუნიციპალიტეტის მერების ქონებრივი დეკლრაციები “მოზაიკამ” შეადარა და აღმოჩნდა, რომ მათგან ყველაზე მეტ უძრავ-მოძრავ ქონებას გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფლობს.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით:
- გორის მერის სახელზე რეგისტრირებულია 4 ბინა, 5 მიწის ნაკვეთი, 1 კომერციული ფართი და 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის ფლობელობაშია ასევე 2 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 30 500 აშშ დოლარია.
- კასპის მერის სახელზე რეგისტრირებულია 4 ბინა, 1 საცხოვრებელი სახლი, 1 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, 1 კომერციული ფართი, 1 მიწის ნაკვეთი და 1 ავტოფარეხი. ასევე მის მფლობელობაში 2 მსუბუქტი ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 10 500 აშშ დოლარია.
- ქარელის მერის სახელზე რეგისტრირებულია 3 ბინა და 8 მიწის ნაკვეთი. ასევე მის მფლობელობაშია 1 მსუბუქი ავტომობილი და 1 სასოფლო–სამეურნ ეო მოტორიზებული ტექნიკა, რომელთა ჯამური ღირებულება 11 300 აშშ დოლარია.
- ხაშურის მერის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი, რომლის ღირებულებად მითითებულია 30 000 ლარი.
უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები წილებს ფლობენ სხვდასხვა კომპანიებშიც.
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილეა:
- 50% – შპს ფლოლეს ქონსთრაქშენს
- 33% – შპს გგ ჰოუმ
- 34% – შპს ჩემპიონი
- 50% – შპს რეფრეში
- 34% – შპს ლეგასი
კასპის მერი ვახგანგ მაისურაძე 1 კომპანიის მეწილეა:
- 50% – შპს თვითმმართველობა
ქარელის მერ ზაზა გულიაშვილს და ხაშურის მერ თენგიზ ჩიტიაშვილს წილები არც ერთ კომპანიებში არ აქვთ დაფიქსირებული.
დატოვეთ კომენტარი