ახალი ამბები

„სამარცხვინოა, რომ ქარელის მერია ოკუპანტს აფინანსებს”

“სამარცხვინოა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ოკუპანტს აფინანსებს”, – ასე გამოეხმაურა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მარიამ ქელეხსაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქარელის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს.

“სამარცხვინოა ქარელის მერიის ეს საქციელი, როცა საბიუჯეტო სახსრებით ოკუპანტს აფინანსებენ, იმ პირობებშიც კი, როცა 90 დღეზე მეტია ათასობით მშვიდობიან, უდანაშაულო მოქალაქეს ხოცავს პუტინის რუსეთი”, – ამბობს მარიამ ქელეხსაშვილი.

ინფორმაციისთვის, ქარელის მერიამ  ხელშეკრულება სან პეტროლიუმ ჯორჯიას გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“.

დატოვეთ კომენტარი