ახალი ამბები

აძვისში დავით ნიკოლაძის საფლავი გვირგვინებით შეამკეს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს სოფელ აძვისში დავით ნიკოლოზის ძე კაპანაძის საფლავი, რომელზე გამოსახული ცნობილი წარწერა:

“მონობაში ტანჯულო დაუვიწყარო დაუვიწყარო მამავ, შენი ნატვრა აღსრულდა. საქართველო განთავისუფლდა”.  

აღნუშნული წარწერა, ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

გარდა ამისა, ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლმებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და საქართველო- სომხეთის 1918-1919 წლების ომში ხაშურის რაიონიდან გარდაცვლილ მებრძოლთა საძმო სასაფლაო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები