ახალი ამბები

ხაშურის მერი: ჩვენი წარსული არის თავისუფლებისთვის ბრძოლა 

ხაშურის მუნიცაპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხაშურში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

მან ჟურნალისტებთან 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, ქვეყანა წინ მიდის.

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი წარსული არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ 100 წელზე მეტია ვართ დამოუკიდებლობები და მიუხეავად იმისა, რომ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ მაინც წინ წავალთ და ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ხაშურში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები იმართება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.