26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები გორში 11:00 საათიდან დაიწყება. “მოზაიკა” გთავაზობთ მთელი დღის ანონსს.
მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა:
- – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა;
- – ღვინის დეგუსტაცია და მოსასვენებლი სივრცე;
- – კოსტიუმირებული მუსიკალური ჩავლები;
- – საბავშვო გასართობი სივრცეები;
- – საგამოფენო სივრცეები და ინსტალაციები;
- – ფოტოსტენდები;
პარალელურად, დაგეგმილია სცენის აქტივობები, რომლებიც ასევე 11:00 საათიდან დაიწყება:
- 11:00 – ადგილობრივი ანსამბლები;
- 12:00 – საბავშვო კონცერტი;
- 13:00 – ადგილობრივი ანსამბლები;
- 17:00 – ევროკავშირის ჰიმნის შესრულება;
- 17:10 – საქართველოს ჰიმნი და საზეიმო აღნიშვნა (ბუშტების გაშვების პერფორმანსი)
- 18:00 – საღამოს კონცერტი
დაკსვნით კონცერტზე იმღერებენ:
- – ნინი ბადურაშვილი;
- – ნოდიკო ტატიშვილი;
- – გიორგი ნადიბაიძე;
- – ოთო ნემსაძე ბენდით;
- – მიქსტურა;
- – მაგდა ნიკოლაიშვილი.
დაგეგმილი აქტივობების გამო, შეიცვალა ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც – N2, N2ა და N5ა ავტობუსები, ქალაქის ცენტრალური მოედნის ნაცვლად, ცაბაძისა და ამილახვრის ქუჩებს გაივლიან.
დატოვეთ კომენტარი