ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელმაც რადიომიმღები და ღამის ფანარი მოიპარა. როგორც ცნობილია, დაკავებული წარსულში ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი.
“ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებისთვის ნასამართლევი შ.მ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმიდან, რომელიც მდებარეობს ქარელის ტერიტორიაზე, ფარულად დაეუფლა ერთ ცალ რადიომიმღებს და მოლურჯო ფერის ღამის ფანარს, რის შედეგადაც დაზარალებულ თ.ე-ს მიადგა 35 ლარის მატერიალური ზარალი”, – განმარტა სასამართლომ.
საქმე მოსამართლე ლალი ბესტავაშვილმა შეისწავლა. მან ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დატოვეთ კომენტარი