ახალი ამბები

მდინარე სურამელას გაწმენდითი სამუშაოები 1 თვეში დასრულდება – ხაშურის მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტში მდინარე სურამულას ნაპირების გაწმენდითი სამუშაოები ერთი თვის ვადაში დასრულდება. ამის შესახებ, ინფორმაციას მერია ავრცელებს.

“სამუშაოებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს და ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 147 000 ლარს შეადგენს. მდინარე წლების განმავლობაში დაგროვებული სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით”, – აცხადებენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყების განმარტებით,  სამუშაოების ფარგლებში, იწმინდება სურამის ტბიდან ჩუმათელეთამდე არსებული მონაკვეთი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები