გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ახალი მრჩეველი თევდორე მაყაშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული, არჩევნების დასრულების შემდეგ აცხადებდა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებას არ აპირებდა.
“კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ საჯარო მოხელეობას არ ვაპირებ და არც თმენის ვალდებულება მაქვს. მე როგორც ლადოს მეგობარს არ მინდოდა რომ ეს გადაწყვეტილება [მერად კანდიდატურის დაყენება] მიეღო, განა იმიტომ რომ ვერ გაქაჩავდა, უბრალოდ ამ ლანძღვის და ტალახის სროლისთვის არ მემეტებოდა მაგრამ ლადო ის კაცია რომელიც რასაც სწორად თვლის იმას აკეთებს და “ხალხის სიყვარულს” არასდროს დააყენებს სიმართლეზე წინ”, – ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში მაყაშვილმა არჩევნების დასრულების შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ამ განცხადებიდან 7 თვის შემდეგ, მაყაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მრჩევლად დაინიშნა. ის უწყებაში კულტურის სპორტის და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით იმუშავებს.