ახალი ამბები

„გორში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც სახლი ჩამოინგრა, საფრთხე სხვა საცხოვრებელსაც შეექმნა“

გორში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც უკანონო მშენებლობის შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, საფრთხე გვერდით მდებარე სახლსაც შეექმნა.

სახლის მეპატრონე ამბობს, რომ საკანალიზაციო სისტემა დაზიანებულია, საიდანაც წყალი ჟონავს და კედლები სველდება. 

მზია მაისურაძის თქმით, გორის მერია კედლების გამაგრებას დაჰპირდა.

“ეს მშენებლობა არის ორი სახლის შუაში, იმ სახლის კედლები ჩამოინგრა და ახლა საფრთხე ჩემ სახლსაც ემუქრება. ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები არიან მოსულები და დაგვპირდნენ, რომ ჩემი სალის კედლებს გაამაგრებენ”, – ამბობს მზია მაისურაძე.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მოქალაქე დ.გ – მ შენებლობა მათი ნებართვის გარეშე დაიწყო, რის გამოც 4000 ლარით დაჯარიმდა.

დატოვეთ კომენტარი