ახალი ამბები

ძაღლი, რომელმაც 5 წლის ბავშვი დაკბინა, მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში გადაიყვანეს

ძაღლი რომელიც 5 წლის მოზარდს თავს დაესხა და დაკბინა მიუსაფარ ცხოველთა მართვის სიდა ქართლის სააგენტოში გადაიყვანეს. 

სააგენტოს ცნობით, ძაღლი ვეტერინარებისა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

“ადგილზე მისულ სააგენტოს თანამშრომლებს, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა უთხრეს, რომ ძაღლს ისინი უვლიდნენ და ყოველდღიურად კვებავდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ძაღლი სახლის წინ იწვა. მას ბავშვი მოსაფერებლად მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაკბინა”, – ამბობენ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.