ახალი ამბები

ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება 18 მაისს უფასო იქნება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება. 

ქარელის მერიის კულტურის განყოფილების სპეციალისტის, ნადი ქელეხსაშვილის თქმით მუზეუმში შემსვლელებს გიდობას გაუწევს მუზეუმის დირექტორი, გიტო რამიშვილი.

“ვიზიტორებს გააცნობს მოკლე ისტორიებს ნუმიზმატიკის,მ უზეუმში არსებული ექსპონატების, ციციშვილების და  სხვა გამოჩენილი ადამიანების შესახებ”, – ამბობს ნადი ქლეხსაშვილი. 

აღნიშნული მუზეუმი 18 მაისს ღია იქნება 10 :00 – დან 18:00 საათამდე. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.