გორის N3 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე Erasmus+ – ის დაფინანსებული პროგრამით, ლატვიაში, პოლონეთსა და დანიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრებიან.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსწავლეების ვიზიტი ერთკვირიანი იქნება.
“ჩვენი სკოლიდან 3 მოსწავლე წავა სხვადასხვა ქვეყანაში საგანმანათლებლო ვიზიტით. ელენე ბექაური აგვისტოს თვეში ლატვიაში გაემგზავრება, ანა ტერტერაშვილი ივლისის თვეში პოლონეთში , ასევე ივლისის თვეში მარიამ გელაშვილი დანიაში გაემგზავრება”, – ამბობს სკოლის ადმინისტრაცია.
ინფორმაციისთვის, ერაზმუსის პროგრამა არის, სტუდენტური გაცვლითი პროგრამა, რომელიც შეიქმნა 1987 წელს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე სქემას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.