გორში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება.
“მოზაიკა” გთავაზობთ მუზეუმებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს:
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი
- ტურისტული გამოფენა – გაყიდვა, საესტრადო ანსამბლის კონცერტი;
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი
- დგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, სცენა სპექტაკლიდან “ანა ფრანკის დღიური”;
ჩამოთვლილი ღინისძიებების გარდა, ღია კარი დღე იქნება საბრძოლო დიდების მუზეუმში, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, სერგი მაკალათიას სახელობის მუზეუმსა და ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში.
დატოვეთ კომენტარი