გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება.
დადგენილების მიხედვით, პირველ ეტაპზე იმ აღსაზრდელთა რეგისტრაცია მოხდება, რომელთა დედმამიშვილიც უკვე დადის საბავშვო ბაღში.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 ივნისიდან დაიწყება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე, რეგისტრაციას გაივლიან ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის ბავშვები, რეგისტრაცია კი, 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
“საჭიროებიდან გამომდინარე, ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ოდენობამდე“, – წერია საკრებულოს დადგენილებაში.
დატოვეთ კომენტარი