ახალი ამბები

კასპში 22 მაისს ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება

კასპის ტექნოპარკში 22 მაისს ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის მასტერკლასი ჩატარდება. ინფორმაციას “კომლის თემი” ავრცელებს.

“კასპელი ფოტოგრაფები ახალგაზრდებს გაუზიარებენ თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას, ესაუბრებიან  პროფესიასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე და გააცნობენ ფოტოს გადაღების საინტერესო მეთოდებს”, – ამბობს შეხვედრის ორგანიზატორი.

როგორც ცნობილია, მასტერკლასი 22 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში ორგანიზატორები სარეგისტრაციო ბმულსაც ავრცელებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.