“გვარამიას დაპატიმრება ივანიშვილის დაკვეთაა”, – კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენმ-დან გიორგი შარიფაშვილი ნიკა გვარამიას დაპატიმრების ამბავს გამოეხმაურა.
“ფაქტია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა სასამართლო სისტემა ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებს, გააჩუმოს ამქვეყნად ყველა ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლის მიერ ნამსჯელი და არსებითად განხილული საქმის შედეგი არაა, ის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა, რომელიც გააჟღერა მოსამართლემ. სამართლებრივი დასაბუთება და მტკიცებულებები ვერ მოვისმინეთ, რაც გამამტყუნებელი განაჩენის განუყოფელი ნაწილია”, – აცხადებს გიორგი შარიფაშვილი.
„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.