ახალი ამბები

კასპის კალათბურთის გუნდმა გორი დაამარცხა

კასპის სპორტკომპლექსის კალათბურთის დარბაზში გორისა და კასპის გუნდებს შორის  ამხანაგური შეხვედრები გაიმართა.

” 2006-2007 და 201012011 წლებში დაბადებულთა ასაკობრივი ჯგუფის კასპელმა ნორჩმა კალათბურთელებმა ეს შეხვედრები გამარჯვებით დაასრულეს. 2006-2007 წლებში დაბადებულებმა 44-ით 39-ზე დაამთავრეს ორთაბრძოლა. 2010_2011 წლებში დაბადებულთა პაექრობა კი, ანგარიშით 28-24 დასრულდა”, – ინფორმაციას კასპის სპორტის გაერთიანება ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 2006-07 წლებში დაბადებულთა გუნდის მწვრთნელი მიშა მაკეივიჩია, ხოლო მეორე გუნდის მწვრთნელი ირაკლი მელუა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.