ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ადმინისტრაციული დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინა.
ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს დადგენილებაში ვეცნობით. დოკუმენტის მიხედვით, სამი ობიექტი დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული ფულადი თანხით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილია 7 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაგზავნილია სასამართლოში განსახილველად, აქედან მოსამართლის გადაწყვეტილებით 2 სამართალდარღვევაზე შეწყდა საქმიანობა, ორმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო სამი დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული ფულადი სანქციით”, – წერია განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის, სამშენებლო სამართალდარღვევებით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა საჯარიმო თანხამ შეადგინა 13 400 ლარი.
დატოვეთ კომენტარი