ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 ავტომობილის ყიდვას აპირებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 2 ახალი ავტომობილის ყიდვას აპირებს. 

“მერიის ეკონომიკური განვითარების და ზედამხედველობის სამსახურებისთვის, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად გეგმავს ორი ავტომობილის შეძენას”, – განმარტავს მერია.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 6 ავტომობილი ირიცხება. გასულ წელს უწყებამ 9 400 ლარის ღირებულების შკოდას მარკის ავტომობილი იყიდა:

  • ტოიოტა პრადო – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2010;
  • მიცუბიში – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2012;
  • ჰიუნდაი სანტაფე – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2012;
  • ტოიოტა რავ 4 – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2017 ;
  • ტოიოტა რანერი – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2019;
  • შკოდა – ექსპლუატაციაში შესვლის წელი 2021 ღირებულება 9400 ლარი.
დატოვეთ კომენტარი