ახალი ამბები

ქარელის სოფელში მცხოვრებს მგელმა ღორი საკუთარ ეზოში შეუჭამა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდში მგელმა ღორი შეჭამა.

დაზარალებული გენადი ნოზაძე ამბობს, რომ შემთხვევა მის ეზოში მოხდა.

“საკუთარ ეზოში ვნახე, რომ ღორი ნახევრად შეჭმული იყო”, – თქვა ნოზაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები სოფელში პერიოდულად ხდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები