კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც მდებარეობს ცემენტის საწარმო, ჰაერის ხარისხი 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, არ შემოწმებულა.
ჰაერის ხარისხის კონტროლი გარემოს ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალიდან ირკვევა, რომ კასპში ცემენტის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური არ არის განთავსებული.
“სააკაძის ქუჩაზე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის ნოემბრის შემოწმებისას, ჰაერში 27.84 მკგ/მ3 აზოტის დიოქსიდი აღმოჩნდა. ხოლო კვირაცხოვლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის შემადგენლობაში აღმოჩნდა 16.87 მკგ/მ3 აზოტის დიოქსიდი და 38.32 მკგ/მ3 ოზონი”, – აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია ჰაერის ხარისხის კონტროლის პორტალზე.
უწყების შეფასებით, დაბინძურების აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის.