შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ილია კვაღინაძე ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა თეიმურაზ კალანდაძემ. მანამდე კალანდაძე გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ასევე იყო სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის უფროსიც.
საკადრო ცვლილების შესახებ შსს ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
მისი პოლიციის უფროსობის დროს, დაკავებულები და მათი ოჯახის წევრები მას ძალადობასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.
დატოვეთ კომენტარი