თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, კასპის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დამტვრეულია 10-მდე ავტომობილი.
“მე რაც დავთვალე, სულ მცირე 8 მანქანა იყო დამტვრეული”, -უთხრა რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა და ამ დროისთვის, გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
დატოვეთ კომენტარი